საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
მუხლი 28. თავდების უფლებები და პასუხისმგებლობა
რედაქცია №3 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 23 დეკ. 2017
1. თავდები და პირი, ვისთვისაც დადებულია თავდებობა, პასუხს აგებენ სოლიდარულად. ვალდებულებები ძალაშია იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი რაიმე მიზეზით, გაფორმების დეფექტის გარდა, ძალის არმქონედ ჩანან.
2. თავდები თამასუქის გადახდის შემდეგ მოიპოვებს უკუმოთხოვნის უფლებას იმ პირების მიმართ, ვისი თავდებიც იყო და იმათ მიმართაც, ვინც თავდების წინაშე თამასუქით არ არის პასუხისმგებელი. თავი 5 გადახდის ვადა
