საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
მუხლი 42. სარჩელის უფლება
რედაქცია №3 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 23 დეკ. 2017
თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა: ა) არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო; ბ) პროცენტებისა, ექვსი პროცენტის ოდენობით, რაც გადახდის ვადიდან გამოიანგარიშება; გ) პროტესტის, შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯები; დ) საურავისა, თამასუქის თანხის სამი პროცენტის ოდენობით, რაც გამოიანგარიშება გადახდის ვადიდან.
