საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
მუხლი 63. სარჩელის წარდგენა
რედაქცია №3 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 23 დეკ. 2017
1. თამასუქთან დაკავშირებული ყველა სარჩელი შეიძლება წარედგინოს აქცეპტანტს გადახდის ვადის დღიდან სამი წლის განმავლობაში.
2. თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტებს და თამასუქის გამცემს პროტესტის წარდგენისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო თამასუქში წარწერის „დაბრუნდეს დანახარჯების გარეშე“ არსებობისას – გადახდის ვადის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.
3. ინდოსანტებს შეუძლიათ წარუდგინონ სარჩელი ერთმანეთს და თამასუქის გამცემს ინდოსანტის მიერ თამასუქის გადახდის დღიდან, ანდა ინდოსანტის მიმართ სარჩელის წარდგენის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში.
