საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
მუხლი 68. თამასუქის გაფორმება
1. მარტივი თამასუქი შეიცავს: ა) სახელწოდებას "თამასუქი", რომელიც მოცემულია ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი; ბ) უპირობო ვალდებულებას მითითებული თანხის გადახდის შესახებ; გ) გადახდის ვადას; დ) გადახდის ადგილს; ე) იმ პირის დასახელებას, ვისი განკარგულებით უნდა მოხდეს გადახდა, ან ვისაც უნდა გადაეხადოს; ვ) თამასუქის შედგენის ადგილსა და თარიღს; ზ) თამასუქის გამცემის ხელმოწერას .
2. თუ თამასუქის მფლობელს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ხელი მოაწეროს მარტივ თამასუქს, მაშინ მისი თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამ შემთხვევაში თამასუქის დოკუმენტს უნდა ამოწმებდეს ნოტარიუსი, რომ ხელი მოწერილია თამასუქის მფლობელის თხოვნით.
