საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
მუხლი 20. ინდოსამენტის ვადა
1. ინდოსამენტი‚ პროტესტის ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების განხორციელების შემდეგ‚ ან წარდგენის ვადის დადგომისას‚ ითვლება უბრალო გადაცემად (ცესიად).
2. ინდოსამენტის დაუთარიღებლობის შემთხვევაში ითვლება‚ რომ იგი შესრულებულია პროტესტამდე ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმების განხორციელებამდე‚ ან წარდგენის ვადის დადგომამდე‚ სანამ სხვა რამე არ არის დამტკიცებული.
3. უფლებამოსილი პირის ინდოსამენტი არ კარგავს ძალას არც თავდების გარდაცვალების და არც სასამართლოს მიერ მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3394 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. თავი III თავდებობა (ავალი)
