საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
მუხლი 19. ჩეკზე შესაძლო სხვა წარწერები
1. თუ ჩეკზე არის წარწერა „ თანხა გადასახდელად”‚ „ ინკასო”‚ „ მინდობილობით” ან სხვა სიტყვები‚ რომლებიც გამოხატავენ უბრალო დავალებებს‚ რაც ჩეკის გადაცემად არ ჩაითვლება‚ ჩეკის წარმდგენს შეუძლია განახორციელოს ჩეკიდან გამომდინარე ყველა უფლება‚ მაგრამ მისი ინდოსირება შეუძლია მხოლოდ როგორც რწმუნებულ პირს.
2. ასეთ შემთხვევაში‚ ჩეკით ვალდებულ პირებს შეუძლიათ წარუდგინონ ჩეკის წარმდგენს მხოლოდ ის პრეტენზია‚ რომელიც ინდოსანტის მიმართ შეიძლებოდა ჰქონოდათ.
