საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
მუხლი 30. საანგარიშსწორებო ჩეკი
1. ჩეკის გამცემს‚ აგრეთვე მის მფლობელს შეუძლიათ აკრძალონ ჩეკის ნაღდი ფულით განაღდება ჩეკის წინა პირზე დიაგონალური წარწერით „ ანგარიშსწორებისათვის” ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმებით.
2. ასეთი ჩეკის თანხა ჩამოიწერება გადამხდელის ანგარიშიდან და შეიტანება ჩეკის წარმდგენის ანგარიშზე.
3. გადახაზულ სიტყვას „ ანგარიშსწორებისათვის” არავითარი გავლენა ჩეკის მოქმედებაზე არა აქვს.
4. გადამხდელი ზემოაღნიშნული წესის დარღვევისათვის პასუხს აგებს მიყენებული ზარალის გამო ჩეკში აღნიშნული თანხის ფარგლებში. თავი VI პრეტენზიები ჩეკის გაუნაღდებლობასთან დაკავშირებით
