საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
მუხლი 3. ჩეკში მითითებული თანხის მიმღები
1. ჩეკი შეიძლება გამოიწეროს გასანაღდებლად: ა) კონკრეტული პირის სახელზე „ განკარგულებით” ან მითითების გარეშე (საორდერო ჩეკი); ბ) კონკრეტული პირის სახელზე „ არა განკარგულებით” ან სხვა თანაბარი მითითებით (სახელობითი ჩეკი); გ) წარმდგენზე.
2. ჩეკს‚ რომელიც გამოწერილია კონკრეტული პირის სახელზე ან წარწერით „ ან წარმდგენზე” ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი წარწერით‚ აქვს წარმდგენზე გამოწერილი ჩეკის ძალა.
3. ჩეკი‚ რომელშიც არ არის მითითებული თანხის მიმღები პირი‚ ითვლება ჩეკად წარმდგენზე.
