მუხლი 4. ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება
1. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ვეტერანებისთვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და ცენტრალური ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას. 1 1 . მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ვეტერანებისათვის ამ კანონით დაწესებული უფლებებისა და შეღავათების რეალიზაციას და მუნიციპალური ბიუჯეტიდან მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად სახსრების გამოყოფას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში.
2. დამატებითი სახსრების მიღება ვეტერანების სოციალური დაცვის ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად, დადგენილი წესით, შეიძლება ნებისმიერი კანონიერი წყაროდან საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად.
3. ვეტერანების სოციალური დაცვის ის ღონისძიებები, რომლებიც დააწესეს ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებმა, ფინანსდება ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტისა და სხვა კანონიერი წყაროების ხარჯზე.
4. ამ კანონით გათვალისწინებული ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებები (მათ შორის, შესაბამისი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების სააბონენტო გადასახადებისგან გათავისუფლება), რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში დააწესეს მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა, ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
5. ვეტერანთა საზოგადოებრივ გაერთია ნებებში ნებაყოფლობით შესულ ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს იყენებენ ეს ორგანიზაციები დადგენილი წესით. საქართველოს 199 7 წლის 16 ოქტომბრი ს კანონი № 962 - პარლამენტის უწყებანი № 44 , 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44 27.11.2006 წ., მუხ.295 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
