მუხლი 3^1. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
1. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური) სტრუქტურა, ფუნქცია-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სამსახურის წესდებით (დებულებით), რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მართვის მიზნით, მისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1686 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.
