მუხლი 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: ა) საქართველოს რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტრიული მთლიანობის შესანარჩუნებლად; ბ) 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლების მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები; დ ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავები ( ეკიპაჟი ) , რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში : ე ) (ამოღებულია). საქართველოს 1996 წლის 17 მაისის კანონი - პარლამენტის უწყებანი №13, 07.06.1996 წ., გვ.21 საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1845 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.40 საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2199 - სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.153 საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3290 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.189 საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3930 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
