მუხლი 6. ვეტერანთა კატეგორიები
ამ კანონით დადგენილია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3828 – ვებგვერდი, 12.12.2018წ.
