ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

მუხლი 14. იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვა, რომლებსაც შესაძლებლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგად, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა ) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ ) დაკავებული სასამსახურო საცხოვრებელი სახლებიდან სამაგიეროს მიუცემლად გამოსახლების დაუშვებლობას; გ ) საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანის, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის) სააბონენტო გადასახადების გადახდისგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, ხოლო სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ ) სოციალური დაცვის სხვა გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.ომის ვეტერანთა ჰოსპიტლების დახურვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №962 - პარლამენტის უწყებანი №44, 11.11.1997 წ., გვ.69 საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 –  სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2 საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.400 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.448 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1385 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №852- ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 3 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-14 მუხლის პირველ ნაწილში სოციალური დაცვის ადრესატად ახლა დასახელებულია მე-11 და მე-12 მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ა–დ ქვეპუნქტები ახლებურად არის ფორმულირებული.

  2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში ვეტერანთა ჰოსპიტლების დახურვის სამართლებლივი აქტი პრეზიდენტის ბრძანებულებიდან მთავრობის დადგენილებად შეიცვალა.

  3. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია ელექტროენერგიის სეზონური მოხმარების ნორმები (250 და 150 კვტ სთ თვეში); დანარჩენი ტექსტი უცვლელია.

  4. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2005

    მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ახლა ოთხი ქვეპუნქტით განსაზღვრავს ინვალიდთა დაცვას და ადრინდელი დეტალური ჩამონათვალი ჩანაცვლებულია; მე-2 პუნქტში მხოლოდ ტექსტის ფორმატირებაა შესწორებული.

  5. მე-14 მუხლში ელექტროენერგიის უფასო მოხმარება ახლა სეზონურია: ზამთარში 250, ზაფხულში 150 კვტ სთ თვეში, ძველი 50/75 კვტ სთ-ის ნაცვლად. „უ“ ქვეპუნქტში სამინისტროს სახელწოდებას დაემატა „შრომის“.

  6. მე-14 მუხლის პირველ პუნქტში ელექტროენერგიის უფასო მოხმარების ნორმას (50/75 კვტ სთ) დაემატა არაკონსტიტუციურობის აღნიშვნა, ხოლო „უ“ ქვეპუნქტში სამინისტროს დასახელებიდან ამოღებულია სიტყვა „შრომის“; მუხლის ბოლოს დაემატა საკონსტიტუციო სასამართლოს მითითება.

  7. ყოფილი 31–39 ქვეპუნქტები ახალი ასოობრივი აღნიშვნებით ჩამოყალიბდა. ჰოსპიტალების დახურვის წესი მე-2 პუნქტად გამოიყო და ახლა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას მოითხოვს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების ნაცვლად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
55161122515161217¹1711514
მითითებამნიშვნელობით ახლოსომისა და თავდაცვის ძალ…ჩერნობილის ატომურ ელექ…შეზღუდული შესაძლებლობი…ქ. თბილისში 1989 წლის …სახელმწიფო კომპენსაციი…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა