„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 14
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე უფლებამოსილია არ დაუშვას საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს შეკრება ან/და მანიფესტაცია მიმართული იქნება ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002წ., გვ.2 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4451 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
