„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 11^2
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა მათ განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებასა და ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. ამ მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების დროის ან/და ადგილის ან სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილზე ორგანიზატორს ან/და შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ზეპირად მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბალანსის დასაცავად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს სავალდებულო მითითებით შესთავაზოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ წესდება, თუ ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა უფლებები დროის მცირე მონაკვეთში იზღუდება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, აგრეთვე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. ს აქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.
