1.მოქალაქეობის არმქონე საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი მიიჩნევა სამხედრო ვალდებულად და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმები.
2.უცხო სახელმწიფოს მოქალაქე საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში ის სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების თაობაზე. წერილობითი ვალდებულების ტექსტი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3.თუ სპეციალურად არ არის აღნიშნული, ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირზეც.
4.ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული სხვა საკითხები – სამხედრო სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

