თავდაცვის კოდექსი

მუხლი 33. სამხედრო მოსამსახურის მოვალეობები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია: ა) გაეცნოს მისთვის დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს და კეთილსინდისიერად შეასრულოს ისინი; ბ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას; გ) დაიცვას სამხედრო მოსამსახურისთვის დადგენილი ეთიკის ნორმები; დ) დაიცვას მისთვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოება; ე) დაემორჩილოს მეთაურს, ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი კანონიერი ბრძანება და დავალება; ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

2.სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტებით.

3.სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების/მოთხოვნის გარეშე დაიცვას თავის სამსახურთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები.

4.სამხედრო მოსამსახურემ უარი უნდა თქვას უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.სამხედრო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უნდა გადაადგილდეს მხოლოდ უშუალო მეთაურის ნებართვის საფუძველზე.

6.სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მუდმივ მზადყოფნაში იყოს, რათა სამსახურში გამოძახებისთანავე გამოცხადდეს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია: ა) გაეცნოს მისთვის დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს და კეთილსინდისიერად შეასრულოს ისინი; ბ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას; გ) დაიცვას სამხედრო მოსამსახურისთვის დადგენილი ეთიკის ნორმები; დ) დაიცვას მისთვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოება; ე) დაემორჩილოს მეთაურს, ზუსტად და დროულად შეასრულოს მისი კანონიერი ბრძანება და დავალება; ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. 2. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტებით. 3. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების/მოთხოვნის გარეშე დაიცვას თავის სამსახურთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები. 4. სამხედრო მოსამსახურემ უარი უნდა თქვას უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამხედრო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უნდა გადაადგილდეს მხოლოდ უშუალო მეთაურის ნებართვის საფუძველზე. 6. სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მუდმივ მზადყოფნაში იყოს, რათა სამსახურში გამოძახებისთანავე გამოცხადდეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²15¹13²204407259323135212533
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…საჯარო სამსახურის შესა…კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა