თავდაცვის კოდექსი

მუხლი 109. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხოელის სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღების წესი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ექვემდებარება საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევას.

2.უცხოელი საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

4.ამ მუხლის საფუძველზე სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურის ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების წერილობით ვალდებულებას. აღნიშნული წერილობითი ვალდებულების ტექსტს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №769 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ექვემდებარება საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევას. 2. უცხოელი საკუთარი სურვილით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს სარეზერვო სამხედრო სამსახურში. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 4. ამ მუხლის საფუძველზე სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურის ერთგულებისა და საქართველოს კანონმდებლობის განუხრელად შესრულების წერილობით ვალდებულებას. აღნიშნული წერილობითი ვალდებულების ტექსტს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №769 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1811³921³23222154779014511109
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებუცხოელთა და მოქალაქეობ…დანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისაქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა