დაზარალებულის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე შეტყობინება ეჭვმიტანილთან (ბრალდებულთან) ურთიერთობის შესახებ. დაზარალებულის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვანების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს ფაქტები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 116. დაზარალებულის ჩვენება
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2
- საკასაციო არსებითი (T2)
ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებების შეფასება
საკასაციო პალატამ განიხილა, სათანადოდ გამოიკვლია და შეაფასა თუ არა სააპელაციო სასამართლომ ძარცვის ბრალდებასთან დაკავშირებული ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები. პალატამ დაასკვნა, რომ არსებითი წინააღმდეგობები არ აღმოიფხვრა და ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო. სააპელაციო განაჩენი მსჯავრდების ნაწილში გაუქმდა და საქმე ახალი განხილვისთვის დაბრუნდა, ხოლო ერთ-ერთი მსჯავრდებულის გამართლება სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით უცვლელი დარჩა.
- საკასაციო არსებითი (T2)
მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამიჯვნა
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებულის მოკვლის განზრახვა უტყუარად არ დგინდებოდა და მკვლელობის მცდელობა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად გადააკვალიფიცირა. პალატამ საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენი შეცვალა და პირველ მსჯავრდებულს საბოლოოდ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1500 ლარი ჯარიმა განუსაზღვრა. მეორე მსჯავრდებულის მიმართ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმა უცვლელად დარჩა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია
ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი
ადვოკატი
კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
მარიამ ჯორბენაძე
ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

