1.სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11
1
მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 126
1
მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, ამავე კანონის მე-5 მუხლის 2
6
პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადასტურებლად იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართავს და მას შესაბამის წერილობით დოკუმენტაციას წარუდგენს.
2.იურიდიული დახმარების სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას, ამ კანონის მე-5 მუხლის 2
6
პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციის დადგენის მიზნით შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოსგან. ეს ორგანო ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მას დაუყოვნებლივ მიაწოდოს.
3.იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას თავად მოიძიოს ამ კანონის მე-5 მუხლის 2
6
პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, რომელშიც მითითებულია განმცხადებლის მიერ მისთვის ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ მიაწოდოს იურიდიული დახმარების სამსახურს ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღნიშნული პირის წერილობით თანხმობაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და დაწესებულებებისგან გამოთხოვის უფლებამოსილების იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ერთჯერადად გადაცემის თაობაზე.
საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1660 – ვებგვერდი, 01.07.2022წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, ამავე კანონის მე-5 მუხლის 26პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადასტურებლად იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართავს და მას შესაბამის წერილობით დოკუმენტაციას წარუდგენს.2. იურიდიული დახმარების სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას, ამ კანონის მე-5 მუხლის 26პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციის დადგენის მიზნით შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოსგან. ეს ორგანო ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მას დაუყოვნებლივ მიაწოდოს.3. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას თავად მოიძიოს ამ კანონის მე-5 მუხლის 26პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, რომელშიც მითითებულია განმცხადებლის მიერ მისთვის ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ მიაწოდოს იურიდიული დახმარების სამსახურს ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღნიშნული პირის წერილობით თანხმობაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და დაწესებულებებისგან გამოთხოვის უფლებამოსილების იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ერთჯერადად გადაცემის თაობაზე.
საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1660 – ვებგვერდი, 01.07.2022წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2030). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 126 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, ამავე კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადასტურებლად იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართავს და მას შესაბამის წერილობით დოკუმენტაციას წარუდგენს. 2. იურიდიული დახმარების სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას, ამ კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციის დადგენის მიზნით შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოსგან. ეს ორგანო ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მას დაუყოვნებლივ მიაწოდოს. 3. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას თავად მოიძიოს ამ კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, რომელშიც მითითებულია განმცხადებლის მიერ მისთვის ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ მიაწოდოს იურიდიული დახმარების სამსახურს ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღნიშნული პირის წერილობით თანხმობაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და დაწესებულებებისგან გამოთხოვის უფლებამოსილების იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ერთჯერადად გადაცემის თაობაზე.
განსხვავება ზემოთ მოცემულ ტექსტთან
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, ამავე კანონის მე-5 მუხლის 26პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადასტურებლად იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართავს და მას შესაბამის წერილობით დოკუმენტაციას წარუდგენს.2. იურიდიული დახმარების სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას, ამ კანონის მე-5 მუხლის 26პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციის დადგენის მიზნით შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოსგან. ეს ორგანო ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მას დაუყოვნებლივ მიაწოდოს.3. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას თავად მოიძიოს ამ კანონის მე-5 მუხლის 26პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, რომელშიც მითითებულია განმცხადებლის მიერ მისთვის ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ მიაწოდოს იურიდიული დახმარების სამსახურს ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღნიშნული პირის წერილობით თანხმობაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და დაწესებულებებისგან გამოთხოვის უფლებამოსილების იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ერთჯერადად გადაცემის თაობაზე.
საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1660 – ვებგვერდი, 01.07.2022წ.
ამ მუხლის ტექსტები დროში
2 ივლ. 2007 – 1 ივლ. 2022მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…იურიდიული დახმარების შ…ქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №34 · ბოლოს შემოწმდა