თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი აღმოაჩენს, რომ მის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად მისი ცოდნა არ არის საკმარისი, ან მისთვის წარდგენილი ობიექტები არ კმარა ექსპერტიზის ჩასატარებლად, იგი ადგენს მოტივირებულ აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ და უგზავნის ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 372. აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1
- დაუშვებლობა (T5)
ჩვენების მიცემაზე უარის თქმის იძულების მიზანი
საქმე შეეხებოდა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის იძულების მიზნის დამტკიცებას, ოჯახში ძალადობას, მუქარასა და სასჯელის შესაბამისობას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჩვენებაზე უარის თქმის იძულების მიზანი გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა, ხოლო ოჯახში ძალადობისა და მუქარის მსჯავრდება საკმარის მტკიცებულებებს ეფუძნებოდა. პალატამ ორივე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უცვლელად დარჩა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

