1.ექსპერტიზის აქტი, ამ წესების დანართით განსაზღვრული ფორმით, დგება ტვირთის დანაკლისის‚ გაფუჭების ან დაზიანების მიზეზისა და ექსპერტიზის ჩატარების დღისთვის არსებული ზარალის ოდენობის დასადგენად.
2.ექსპერტიზის აქტს ხელს აწერეს ექსპერტი და, რკინიგზის ან ტვირთმიმღების მოთხოვნით, ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილე სხვა სპეციალისტი‚ აგრეთვე სადგურის უფროსი და ტვირთმიმღების წარმომადგენელი‚ თუ იგი მონაწილეობდა მისი მისამართით მიტანილი ტვირთის ექსპერტიზაში.
3.ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ კეთდება აღნიშნვა კომერციული აქტის „67“ გრაფაში. თავი XXIX რკინიგზისადმი პრეტენზიების წაყენებისა და განხილვის წესი

