საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 435. საქმის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სასამართლომ საქმე ერთი და იმავე შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა იწყება ხელახლა, გარდა 436-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომაში ვერ იღებს მონაწილეობას საპატიო მიზეზით, შეიძლება შეცვალოს იმავე დონის სხვა სასამართლოს მოსამართლემ კანონით დადგენილი წესით.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №1091აპ2008-01-0320
    საკასაციო არსებითი (T2)

    ავადმყოფისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა

    საქმე შეეხებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობას, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა, აგრეთვე მსჯავრდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვის კანონიერებას. საკასაციო პალატამ მსჯავრდებულისა და დამცველის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ბრალდება დადასტურებულად მიიჩნია. ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებული გათავისუფლდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით, ძალაში დარჩა.

  • №4-კოლ2007-07-2448
    საკასაციო არსებითი (T2)

    მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებულის მოკვლის განზრახვა უტყუარად არ დგინდებოდა და მკვლელობის მცდელობა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებად გადააკვალიფიცირა. პალატამ საჩივრები არ დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენი შეცვალა და პირველ მსჯავრდებულს საბოლოოდ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1500 ლარი ჯარიმა განუსაზღვრა. მეორე მსჯავრდებულის მიმართ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმა უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლომ საქმე ერთი და იმავე შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა იწყება ხელახლა, გარდა 436-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. მოსამართლე, რომელიც სასამართლო სხდომაში ვერ იღებს მონაწილეობას საპატიო მიზეზით, შეიძლება შეცვალოს იმავე დონის სხვა სასამართლოს მოსამართლემ კანონით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
294282166343618322965744392624435
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …ადამიანის უფლებათა და …საქართველოს კონსტიტუცი…