Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 44

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 44. მოსამართლის სხვა სასამართლო თანამდებობაზე გამწესება და თანამდებობიდან მისი გათავისუფლება სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების არდაკისრების შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება რეზერვში. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, იგი რეზერვში ირიცხება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

3.მოსამართლე, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და არ ამორიცხულა რეზერვიდან, რეზერვში ყოფნის პერიოდში იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის თანამდებობრივ სარგოს. რეზერვში მყოფ მოსამართლეს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება რეზერვში ჩარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში. აღნიშნულ მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მოსამართლე რეზერვიდან ამორიცხულია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების ვადით. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

4.მოსამართლე ამოირიცხება რეზერვიდან თანამდებობრივი სარგოს მიღების პერიოდში მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ან პირადი განცხადების საფუძველზე. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 13 ნოე. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 აპრ. 2022
  2. 21 თებ. 2017
  3. 13 ნოე. 2013

    მე-2 პუნქტში რეზერვში ჩარიცხვა განსაზღვრული ვადით დანიშნულ მოსამართლეს უკავშირდება და მის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე გრძელდება; მე-3 პუნქტში 3-წლიანი ვადა სარგოს მიღების უფლებას შეეხება და დაემატა რეზერვიდან ამორიცხვის საფუძვლები (მე-4 პუნქტი).

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 43შემდეგი მუხლი 45

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 3 ცვლილება · ბოლო 29 აპრ. 2022
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 43მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები
  • 7მოსამართლის დამოუკიდებლობა
  • 75⁷⁷მოსამართლის თანამდებობრივი დაწინაურების უფლების შეზღუდვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 63მოსამართლე

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 52მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 6მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 161ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების ვადა
  • 65მოსამართლის ან სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმის სხვა მოსამართლისათვის გადაცემა ან საქმის განმხილველი სასამართლოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრა

პროკურატურის შესახებ

  • 39გათავისუფლება რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირებისას

თავდაცვის კოდექსი

  • 85თანამდებობიდან გათავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 31მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება

პენიტენციური კოდექსი

  • 30მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6631616543775⁷⁷315239853044
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს კონსტიტუცი…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026