მუხლი 269. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გასაჩივრება დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან, ხოლო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ იმავე ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან ან დაინტერესებული პირის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
