Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებმუხლი 4

ამნისტიის შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 8 სექ. 2021
თემები:გასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ამ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, მისთვის სასჯელის დანიშვნით. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

2.იმ პირს, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, უფლება აქვს, ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს თავისი უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე.

3.თუ პირმა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე თავისი უარი წერილობით გამოიხმო: ა) სისხლის სამართლის საქმის არსებითად განსახილველად სასამართლოსთვის გადაცემამდე აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უარის გამოხმობისთანავე იღებს შესაბამისი პროკურორი; ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ ამ პირის მიმართ განაჩენის გამოტანამდე აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო; გ) სისხლის სამართლის საქმის სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე ამ პირის სასჯელისა და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო; დ) აღნიშნული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ამ პირის სასჯელისა და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე თავისი უარის გამოხმობის შესახებ წერილობით მიმართავს და მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს აღნიშნულ წერილობით მიმართვას: ა) მსჯავრდებულის პირად საქმესთან და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციასთან ერთად უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის; ბ) მსჯავრდებულის პირად საქმესთან და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციასთან ერთად უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება; გ) სააღსრულებო საქმის მასალებთან ერთად უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა.

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მსჯავრდების შემდგომი გასაჩივრება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ჯორბენაძე

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2021-09-08

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 269საქართველოს სისხლი… 269

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ამნისტიის შესახებ

  • 3—

ამნისტიის შესახებ

  • 3—

ამნისტიის შესახებ

  • 6—

„ამნისტიის შესახებ“

  • 4—

ამნისტიის შესახებ

  • 5—

ამნისტიის შესახებ

  • 6—
  • 7—

ამნისტიის შესახებ

  • 14—
  • 3—

ამნისტიის შესახებ

  • 12—

ამნისტიის შესახებ

  • 11—

ამნისტიის შესახებ

  • 11¹გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67269269411¹143335116124
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ“ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 სექ. 2021