1.პირს, რომელმაც შეიტყო მისთვის გამოგზავნილი ან მის მიერ გაგზავნილი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შესახებ, უფლება აქვს ამ მოქმედების უკანონობის ან უსაფუძვლობის გამო საჩივრით მიმართოს შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, სადაც მის საჩივარს ერთპიროვნულად განიხილავს მოსამართლე მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით. თუ საჩივარი საფუძვლიანად ცნეს, მომჩივანს წერილობით უნდა მოუხადოს ბოდიში ბრძანების გამცემმა მოსამართლემ. მომჩივანს აგრეთვე უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის მატერიალური ანაზღაურება და დამნაშავე პირის დასჯა.
2.საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის უკანონო დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შედეგად მიღებული მასალა, დოკუმენტი, საგანი არ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
თავი XXXIX
დათვალიერება
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პირს, რომელმაც შეიტყო მისთვის გამოგზავნილი ან მის მიერ გაგზავნილი საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შესახებ, უფლება აქვს ამ მოქმედების უკანონობის ან უსაფუძვლობის გამო საჩივრით მიმართოს შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, სადაც მის საჩივარს ერთპიროვნულად განიხილავს მოსამართლე მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით. თუ საჩივარი საფუძვლიანად ცნეს, მომჩივანს წერილობით უნდა მოუხადოს ბოდიში ბრძანების გამცემმა მოსამართლემ. მომჩივანს აგრეთვე უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის მატერიალური ანაზღაურება და დამნაშავე პირის დასჯა.2. საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის უკანონო დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების შედეგად მიღებული მასალა, დოკუმენტი, საგანი არ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94თავი XXXIXდათვალიერება
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
332-ე მუხლის პირველ ნაწილში საჩივრის ადრესატები ახლა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლო და საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაა, კონკრეტული რესპუბლიკებისა და ქალაქების დასახელების გარეშე.
332-ე მუხლის პირველ პუნქტში საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის დაყადაღების, დათვალიერებისა და ამოღების გასაჩივრება საკასაციო ინსტანციის ნაცვლად უმაღლესი და საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიებშია გათვალისწინებული.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სამოქალაქო…