მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 73 (დანართი 1). საქონელზე ყადაღის დადება

რედაქცია №149 კონსოლიდირებული · 18 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელს.

2.(ამოღებულია - 01.03.2011, №117).

3.საქონელზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის გამოცემა და პირისთვის წარდგენა ხორციელდება მე-2 მუხლის შესაბამისად.

4.საქონელზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი უნდა შეიცავდეს მე-2 მუხლის შესაბამის მონაცემებს, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ი” და “კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა.

5.დაუშვებელია ყადაღადადებული საქონლის გადაცემა, გაყიდვა, გაქირავება, იჯარით გადაცემა ან სხვა სახით განკარგვა უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ამის შედეგად ამონაგები თანხის შეტანა საგადასახადო დავალიანებისა და საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საქონელზე ყადაღის დადებაზე, შეფასებაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯების დასაფარავად.

6.პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისთანავე, ბათილია ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმის გარიგება.

7.საქონელზე ყადაღის დადება და საქონლის შეფასება ხორციელდება 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრ ი ს 2011 წლის 1 მარტის №117 ბრძანება - ვებგვერდი, 02.03.2011 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63¹405615415115224124223841 (დ…42 (დ…45 (დ…73 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…მიმდინარე კონტროლის პრ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №149 · ბოლოს შემოწმდა