1.საკასაციო ინსტანცია განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) განაჩენს ან განჩინებას უცვლელად ტოვებს, ხოლო საჩივრებს – დაუკმაყოფილებლად;
ბ) აუქმებს განაჩენს და საქმეს გზავნის ახალი სასამართლო განხილვისათვის;
გ) აუქმებს განაჩენს და წყვეტს საქმეს;
დ) ცვლის განაჩენს მსჯავრდებულის სასიკეთოდ;
ე) აუქმებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენს ან განჩინებას.
2.თუ განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ რამდენიმე დანაშაულში, რომელთაგან თითოეული კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და შეიძლება ცალკე იქნეს განხილული, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გააუქმოს განაჩენი და გაგზავნოს საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის ერთი ან რამდენიმე ბრალდების ნაწილში და უცვლელად დატოვოს დანარჩენ ნაწილში.
3.განაჩენის შეცვლისას სასამართლოს უფლება აქვს გამორიცხოს ბრალდების ის ნაწილები ან ეპიზოდები, ანდა ის გარემოებები, რომლებიც ამძიმებენ ბრალდებულის პასუხისმგებლობას.
4.სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის გაუქმებისას საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცემა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
5.თუ განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს ვერ დადგინდა დანაშაულის შემთხვევა ან ვერ დამტკიცდა განსასჯელის მონაწილეობა დანაშაულში, საკასაციო განჩინებაში აღინიშნება, რომ სამოქალაქო სარჩელს უარი ეთქვა.
6.სხვა საფუძვლით განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება, რომ სარჩელი არ განიხილება.
7.საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საკასაციო ინსტანცია განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:ა) განაჩენს ან განჩინებას უცვლელად ტოვებს, ხოლო საჩივრებს – დაუკმაყოფილებლად;ბ) აუქმებს განაჩენს და საქმეს გზავნის ახალი სასამართლო განხილვისათვის;გ) აუქმებს განაჩენს და წყვეტს საქმეს;დ) ცვლის განაჩენს მსჯავრდებულის სასიკეთოდ;ე) აუქმებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენს ან განჩინებას.2. თუ განსასჯელი მიჩნეულია დამნაშავედ რამდენიმე დანაშაულში, რომელთაგან თითოეული კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით და შეიძლება ცალკე იქნეს განხილული, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გააუქმოს განაჩენი და გაგზავნოს საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის ერთი ან რამდენიმე ბრალდების ნაწილში და უცვლელად დატოვოს დანარჩენ ნაწილში.3. განაჩენის შეცვლისას სასამართლოს უფლება აქვს გამორიცხოს ბრალდების ის ნაწილები ან ეპიზოდები, ანდა ის გარემოებები, რომლებიც ამძიმებენ ბრალდებულის პასუხისმგებლობას.4. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის გაუქმებისას საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცემა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.5. თუ განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს ვერ დადგინდა დანაშაულის შემთხვევა ან ვერ დამტკიცდა განსასჯელის მონაწილეობა დანაშაულში, საკასაციო განჩინებაში აღინიშნება, რომ სამოქალაქო სარჩელს უარი ეთქვა.6. სხვა საფუძვლით განაჩენის გაუქმებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის დროს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება, რომ სარჩელი არ განიხილება.7. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 ივნ. 2000 – 15 მაი. 2005ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
561-ე მუხლს დაემატა მე-7 ნაწილი, რომელიც საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების უფლებამოსილებას ადგენს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
56¹ მუხლის მე-5 პუნქტში სამოქალაქო სარჩელზე უარის აღნიშვნის წესი ახლა უკავშირდება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და განსასჯელის მონაწილეობის დაუმტკიცებლობას, წინა ფორმულირების — საქმის შეწყვეტისა და მსჯავრდებულის — ნაცვლად.
· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999
561-ე მუხლის პირველ ნაწილში საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილებებს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი — პირველი და სააპელაციო ინსტანციების განაჩენის ან განჩინების გაუქმება.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ახლა მოიცავს განჩინების უცვლელად დატოვებასაც.
შემდეგი პუნქტის ნომერი „7“-ის ნაცვლად „6“ გახდა, ხოლო მე-8 და მე-9 პუნქტები, რომლებიც საკასაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანასა და პირველი ინსტანციის განაჩენის ნაწილობრივ შეცვლას ეხებოდა, მთლიანად ამოღებულია.