საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 28. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს.

2.ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების: საკრებულოს გადაწყვეტილების, მერის ბრძანების, მთავრობის დადგენილების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ , საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით , ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

3.ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების : საკრებულოსა და მთავრობის დადგენილებების , საკრებულოს თავმჯდომარის , მერის , საკრებულოს აპარატისა და მერიის ადმინისტრაციის უფროსებისა და გამგებლების განკარგულებების , საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა ბრძანებების მომზადების , მიღების , გამოქვეყნების , მოქმედების , აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით , საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით , ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა აქტებით .

4.მერი და გამგებელი ნორმატიულ აქტებს გამოსცემენ შესაბამისად მთავრობისა და გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ.

5.საკრებულოს, მერის, მთავრობისა და გამგებლის ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების შემდეგ.

6.მთავრობის სამართლებრივი აქტი მიიღება მთავრობის სხდომაზე, ხოლო მთავრობის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ასევე შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მთავრობის რეგ­ლა­მენ­ტით დადგენილი წესის შესა­ბამისად. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4521-ვებგვერდი, 02.05.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28-ე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი მთავრობის აქტების მიღების ფორმის შესახებ, რომლითაც ინდივიდუალური აქტი სხდომის გარეშეც შეიძლება მიღებულ იქნეს უმრავლესობის გადაწყვეტილებით.

  2. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    28-ე მუხლის მე-3 პუნქტში აქტების მომზადებისა და გამოქვეყნების წესი მოიცავს მთავრობის დადგენილებებს, აქტების გამცემთა ჩამონათვალი გადაკეთდა დაბა წყნეთის მითითების გარეშე, ხოლო რეგლამენტის დასახელება დაზუსტდა.

  3. მე-3 პუნქტში გაფართოვდა აქტების გამცემ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი (თავმჯდომარე, აპარატისა და ადმინისტრაციის უფროსები, გამგებლები, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები), ხოლო მე-2 პუნქტში რეგლამენტის დასახელება შეიცვალა.

  4. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    28-ე მუხლში მმართველობის ორგანოები ამოღებულია აქტების გამოცემის სუბიექტებიდან, პრემიერის განკარგულება ამოღებულია, მერიის დებულება დაზუსტდა, მე-5 პუნქტში კი მთავრობის ნორმატიული აქტები დაემატა გამოქვეყნებით ძალაში შესვლის წესს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
911²821213¹6116162761728
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…მაუწყებლობის შესახებნორმატიული აქტების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …ეროვნული მარეგულირებელ…