საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 49². ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსავალი და ხარჯები

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის ბიუჯეტი შეიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს .

2.ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3.ბიუჯეტის ხარჯები იყოფა მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებად .

4.კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას დედაქალაქისა და მისი რაიონების მიხედვით .

5.მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების , რაიონების , სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის , თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს , ადგილობრივი მეურნეობის , მეცნიერების , განათლების , ჯანმრთელობის დაცვის , სოციალური უზრუნველყოფის , გარემოს დაცვის , საბინაო - კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების , აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას .

6.ქალაქ თბილისის ბიუჯეტში არსებობს მერის სარეზერვო ფონდი , საიდანაც სახსრები გამოიყოფა ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის , როგორიცაა მერიის გაუთვალისწინებელი ხარჯები . მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით . მერის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა ფონდის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად , მერის განკარგულებით , შესაბამისი ( საფინანსო ) საქალაქო სამსახურის მიერ . სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯების საერთო ოდენობის 2 პროცენტს .

7.საკრებულოს საჭიროებისათვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა , თუ ეს იწვევს საბიუჯეტო ხარჯების ზრდას , ხდება საკრებულოს მოტივირებული შუამდგომლობით , მთავრობის მიერ . დადგენილების მიღებისას მთავრობა მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში . საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4331-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 6 ივლ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 თებ. 1998 – 18 იან. 2006 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 3 იან. 2007

    49² მუხლის მე-4 პუნქტში კაპიტალური ხარჯები ახლა დედაქალაქისა და მისი რაიონების მიხედვით ითვალისწინებს დაფინანსებას, ხოლო მე-5 პუნქტის მიმდინარე ხარჯების ჩამონათვალიდან ამოღებულია დაბა წყნეთი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
667152892899924101213949²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სახელმწიფო…