Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებმუხლი 24

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

მუხლი 24. ადგილობრივი საფინანსო სისტემა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 31 აგვ. 1991

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ადგილობრივი მეურნეობა შეადგენს: ადგილობრივი ბიუჯეტი, ბიუჯეტგარეშე სახსრები, ადგილობრივი მნიშვნელობის სპეციალური ფონდები, ადგილობრივი მმართველობის საკუთრების საწარმოებისა და ორგანიზაციების ფინანსები, აგრეთვე საწარმოების, ორგანიზაციებისა და კერძო პირების ნებაყოფლობითი შენატანები, რომლებიც გამოიყენება მოცემული ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადასაწყვეტად. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალში ჩაირიცხება ადგილობრივ მეურნეობაში შემავალი საწარმოების, დაწესებულებების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების გადასახადები და ჯარიმები, შემოსავალი მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ქონების რეალიზაციიდან და იჯარიდან. სარეწაო, საკურორტო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო საშუალებათა და თვითმავალი მექანიზმების, შენობის მფლობელობისა და მიწის გადასახადები, სატყეო შემოსავალი, სახელმწიფო ბაჟი და სხვა შემოსავალი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალში ჩაირიცხება ანარიცხები სახელმწიფო გადასახადებიდან და შემოსავლებიდან, ბრუნვის გადასახადი, მოსახლეობის საშემოსავლო გადასახადი, და სხვა გადასახადები. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოები და ორგანიზაციები, მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, ადგილობრივ ბიუჯეტში იხდიან გადასახადებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ქალაქ თბილისის საქალაქო და რაიონული ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შეუძლიათ შექმნან ბიუჯეტგარეშე სახსრები საწარმოების, ორგანიზაციების კოოპერატივებისა და მოსახლეობის ნებაყოფლობითი შენატანებისაგან, ადგილობრივი მნიშვნელობის სესხების ობლიგაციების რეალიზაციისაგან, შესაბამის ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლისაგან, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მათ მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადისაგან, საქველმოქმედო შემოწირულობისგან. საზოგადოებრივ-ტერიტორიული თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მერი და რაიონის პრეფექტები უფლებამოსილი არიან ცალკეულ გადამხდელებს დაუდგინონ გადასახადისა და ბეგარის შეღავათიანი გადახდის პირობები, იმ ანარიცხების გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა შესაბამისი ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაფინანსებისათვის. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები მოხმარდება განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კეთილმოწყობის, ფიზიკური კულტურის და სპორტის, ადგილობრივი მეურნეობის განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქალაქისა და ქალაქის რაიონების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაჯანსაღებას და სხვა ღონისძიებათა დაფინანსებას, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შენახვას, საბანკო კრედიტისა და სხვა სესხების დაფარვას, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის საბიუჯეტო სესხს, დოტაციას, სუბვენციას და სუბსიდიას. ასევე ეს სახსრები მოხმარდება სხვა ღონისძიებებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ადგილობრივი ბიუჯეტებით დაფინანსებას საკრებულოსა და პრეფექტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ზუსტი შესაბამისობით. ცვლილებების შეტანა შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში, მათ მიერ სხვა სახის ხარჯების შემცირების ან მიღებული ეკონომიის ფარგლებში. ქალაქ თბილისის მერი განსაზღვრავს დედაქალაქის ბიუჯეტს და ითვალისწინებს რაიონის საკრებულოების შესანახ ხარჯებს. ქალაქ თბილისის მერი, რაიონების პრეფექტები და საკრებულოები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავენ საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობას და ქმნიან სავალუტო ფონდებს, რომელთა ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებენ მათ ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოები და ორგანიზაციები. სავალუტო ფონდის გამოყენების მიმართულებებს განსაზღვრავს ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ორგანოს სხდომა. ურთიერთობა რესპუბლიკურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის წესრიგდება საბიუჯეტო უფლებებისა და გადასახადების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონით. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თბილისი, 1991 წლის 10 აგვისტო

წინა მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 31 აგვ. 1991

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

  • 22ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძვლები
  • 23ადგილობრივი მეურნეობა
  • 16მერის უფლებამოსილებანი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 92მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები
  • 93ადგილობრივი გადასახადისა და მოსაკრებლის განსაზღვრა და ადმინისტრირების წესი
  • 101მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 17საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა
  • 4სამეურნეო კომპლექსი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 66მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები
  • 83მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა
  • 10ბიუჯეტის შემოსულობები

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

  • 3ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6683103929310122231617424
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი მოსაკრებლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 31 აგვ. 1991 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026