საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 6. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებაში.

რედაქცია №43კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფენ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, უცხო ქვეყნების საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებს და მიწის ნაკვეთებს; ბ) ხელს უწყობენ სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო პირობების შექმნას; გ) მონაწილეობენ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის შემუშავებაში და უზრუნველყოფენ მის განხორციელებას.

2.საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ხელს უწყობენ ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებაში. ამ მიზნით ისინი მონაწილეობენ: ა) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში; ბ) თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ობიექტების მშენებლობაში, რეკონსტრუქციასა და მოვლა-პატრონობაში; გ) კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო სისტემის აღდგენა-განვითარებაში.

3.საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებს უთანხმებენ ამ დაწესებულებებისადმი დაქვემდებარებული დარგების პროგრამათა იმ ნაწილებს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2518-სსმI, №4, 20.01.2010წ., მუხ.12

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 22 ივნ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012
  2. · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2007

    მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში თბილისის თვითმმართველობის მონაწილეობა ახლა მოიცავს მხოლოდ კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო სისტემის აღდგენა-განვითარებას; კომუნალური მეურნეობა ამოღებულია.

  3. · გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    მე-6 მუხლის 1-ელ–მე-3 პუნქტებში მმართველობის ორგანოები ამოღებულია და მითითებულია მხოლოდ ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
547574177565682421436
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს მთავრობის …საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს კონსტიტუცი…არქიტექტურული საქმიანო…შეზღუდული შესაძლებლობი…