არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

მუხლი 17. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ორგანოების კომპეტენცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

სულხან კაპანაძე

1.არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ცენტრალური ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს არქიტექტურის დარგში სახელმწიფო პროგრამებს, უზრუნველყოფს ნორმატიული ბაზის შექმნას, წარმართავს სალიცენზიო და საკონტროლო სამსახურების საქმიანობას.

3.მუნიციპალიტეტში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი (მთავარი არქიტექტორი), რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირთან მოქმედებს არქიტექტურულ-გეგმარებითი საბჭო, რომელიც შედგება სათანადო განათლების ცენზისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან და რომელსაც აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული დებულება.

5.საბჭოს მუშაობის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6986-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №164-დად2005-06-1647
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის სასამართლო კონტროლი

    საკასაციო პალატამ განიხილა, არსებობდა თუ არა მთავარი არქიტექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გაუქმების საფუძველი ავტოგასამართ სადგურზე მეწყერის ჩამოწოლის საქმეში. პალატამ დაადგინა, რომ არქიტექტორმა მხოლოდ ობიექტის არქიტექტურულ-მხატვრული იერსახის ცვლილება შეათანხმა, არ ევალებოდა მშენებლობის კონტროლი და მისი მოქმედება დამდგარ შედეგთან მიზეზობრივ კავშირში არ იყო. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე კერძო საკასაციო საჩივარი, გააუქმა რაიონული სასამართლოს დადგენილება და ძალაში დატოვა საქმისა და დევნის შეწყვეტა; სასჯელი არ დანიშნულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 თებ. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში საბჭოს დებულებას ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ცენტრალურ ორგანოსთან შეთანხმების მითითება ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²191118916194¹80473 (და…617
მნიშვნელობით ახლოსარქიტექტურული საქმიანო…საქართველოს სივრცის და…კულტურის შესახებადგილობრივი თვითმმართვ…ენერგეტიკისა და წყალმო…მშენებლობის ნებართვის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა