„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი
თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი ადგენს: ა) პირისა და ტრანსპორტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის და მათი შემოწმების წესს; ბ) სახელმწიფო საზღვარზე პირის გადაადგილების, ქონების, ნივთების, ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ქვების, მათგან დამზადებული ნაკეთობების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ისტორიისა და კულტურის მოძრავი ნივთების ფასიანი ქაღალდების გადატანის, ცხოველთა გადაყვანის წესს; გ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლის, ყოფნისა და იქიდან გამოსვლის, საქონლის შემოტანა-გატანის წესს; დ) საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების სანაოსნო საშუალებათა შესვლის, გადაადგილებისა და ყოფნის, აგრეთვე იქიდან გამოსვლის წესს; ე) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდისა და სხვა საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესს; ვ) სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საქმიანობების განხორციელების წესს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №987 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.80 საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
