1.პარლამენტის წევრი მონაწილეობს პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში.
2.პარლამენტის წევრს უფლება აქვს პარლამენტის სხდომაზე: ა) დასვას საკითხი განსახილველად; ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს და შეაფასოს პასუხი; დ) გააცნოს პარლამენტს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე მოქალაქეთა წერილები და მიმართვები; ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები პარლამენტის სხდომებზე განსახილველი საკითხების თაობაზე; ვ) გამოთქვას აზრი პარლამენტის მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს, ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა პარლამენტი; ზ) თავი შეიკავოს იმ ნორმატიული აქტების განხილვაში მონაწილეობისაგან, რომლებიც წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში მის მიერ წერილობით დაფიქსირებულ პირად ინტერესებს.
3.პარლამენტის სხდომებში პარლამენტის წევრის მონაწილეობის საპროცედურო საკითხები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1600 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.15
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პარლამენტის წევრი მონაწილეობს პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში.2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს პარლამენტის სხდომაზე:ა) დასვას საკითხი განსახილველად;ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს და შეაფასოს პასუხი;დ) გააცნოს პარლამენტს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები პარლამენტის სხდომებზე განსახილველი საკითხების თაობაზე;ვ) გამოთქვას აზრი პარლამენტის მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს, ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა პარლამენტი;ზ) თავი შეიკავოს იმ ნორმატიული აქტების განხილვაში მონაწილეობისაგან, რომლებიც წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში მის მიერ წერილობით დაფიქსირებულ პირად ინტერესებს.3. პარლამენტის სხდომებში პარლამენტის წევრის მონაწილეობის საპროცედურო საკითხები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1600 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.15
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 26 სექ. 1998-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 14 ივნ. 1998ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საპარლამენტო ფრაქციის …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…