პალატას უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა სახის საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები; ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დააწესოს საფასური; გ) ააშენოს, შეიძინოს და კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება; დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები; ე) წარმოადგინოს მეწარმე სუბიექტების ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი; ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ
მუხლი 4. პალატის უფლებები
რედაქცია №4 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 5 სექ. 2023
