Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 148

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 148. პარლამენტის წევრის კითხვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.

2.კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს.

3.კითხვა ჰბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც მას აღრიცხავს და დაუყოვნებლივ აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე. პარლამენტის აპარატი კითხვას ადრესატს გადასცემს მისთვის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 დღისა.

4.თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც პარლამენტის წევრმა კითხვით მიმართა, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. ეს ვადა კითხვის ავტორისადმი ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს 10 დღით. კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი.

5.თანამდებობის პირს უფლება აქვს, კითხვაზე პასუხში არ მიუთითოს ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.

6.პარლამენტის წევრს უფლება აქვს, კითხვა ნებისმიერ დროს გამოითხოვოს.

7.კითხვაზე პასუხი პარლამენტის აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. კითხვაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში გადაცილების თაობაზე აღინიშნება პასუხის გამოქვეყნებისას.

8.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

9.პარლამენტის წევრის კითხვა მომდევნო მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გათხოვილად ჩაითვლება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა. 2. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს. 3. კითხვა ჰბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც მას აღრიცხავს და დაუყოვნებლივ აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე. პარლამენტის აპარატი კითხვას ადრესატს გადასცემს მისთვის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 დღისა. 4. თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც პარლამენტის წევრმა კითხვით მიმართა, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. ეს ვადა  კითხვის ავტორისადმი ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს 10 დღით. კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი. 5. თანამდებობის პირს უფლება აქვს, კითხვაზე პასუხში არ მიუთითოს ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს. 6. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, კითხვა ნებისმიერ დროს გამოითხოვოს. 7. კითხვაზე პასუხი პარლამენტის აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. კითხვაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში გადაცილების თაობაზე აღინიშნება პასუხის გამოქვეყნებისას. 8. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. 9. პარლამენტის წევრის კითხვა მომდევნო მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გათხოვილად ჩაითვლება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 147შემდეგი მუხლი 149

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 11პარლამენტის წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები
  • 152თანამდებობის პირის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
  • 153საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 43პარლამენტის წევრის კითხვა და ინტერპელაცია
  • 39საქართველოს პარლამენტის წევრი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 126უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 107უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 34

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 59

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 40

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 131საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 45მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები და ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43394010745341265911152153131148
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026