საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

მუხლი 15. უფლება ინფორმაციაზე

რედაქცია №32კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტის წევრს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) დადგენილი წესით მოსთხოვოს პარლამენტის აპარატის სამსახურებს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა; გ) გაეცნოს პარლამენტისა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებში თავისი გამოსვლის ტექსტს ოქმში შეტანამდე, აგრეთვე მიიღოს იმ გამოსვლის ტექსტი, რომელიც არ ქვეყნდება; დ) მოითხოვოს პრესისათვის მიცემული ინტერვიუსა და განცხადების მათ გამოქვეყნებამდე გაცნობა. დაუშვებელია პარლამენტის წევრის მიერ მიწოდებული მასალების რედაქტირება მისი თანხმობის გარეშე.

2.პარლამენტის წევრს აქვს მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებში თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების (გაცემის) უპირატესი უფლება. პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, საპარლამენტო ფრაქციების, პარლამენტის იმ წევრთა, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფის დავალებით მიწოდებული მასალები სავალდებულოა გამოსაქვეყნებლად ან გასავრცელებლად მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებით; ამასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და მისი რეგლამენტით დადგენილი წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) დადგენილი წესით მოსთხოვოს პარლამენტის აპარატის სამსახურებს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა; გ) გაეცნოს პარლამენტისა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებში თავისი გამოსვლის ტექსტს ოქმში შეტანამდე, აგრეთვე მიიღოს იმ გამოსვლის ტექსტი, რომელიც არ ქვეყნდება; დ) მოითხოვოს პრესისათვის მიცემული ინტერვიუსა და განცხადების მათ გამოქვეყნებამდე გაცნობა. დაუშვებელია პარლამენტის წევრის მიერ მიწოდებული მასალების რედაქტირება მისი თანხმობის გარეშე. 2. პარლამენტის წევრს აქვს მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებში თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების (გაცემის) უპირატესი უფლება. პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, საპარლამენტო ფრაქციების, პარლამენტის იმ წევრთა, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფის დავალებით მიწოდებული მასალები სავალდებულოა გამოსაქვეყნებლად ან გასავრცელებლად მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებით; ამასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და მისი რეგლამენტით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივნ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
394317849745475111481015
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საპარლამენტო ფრაქციის …საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …