Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 8

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 8. უმაღლესი საბჭოს წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) კონტროლის განხორციელებისას: ბ.ა) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; ბ.ბ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; ბ.გ) რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობისას უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს დახურულ პლენარულ სხდომებში, აგრეთვე პრეზიდიუმის, კომიტეტისა და დროებითი კომისიის დახურულ სხდომებში მონაწილეობა დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; გ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2.უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) დაესწროს უმაღლესი საბჭოს პლენარულ, პრეზიდიუმის, კომიტეტის, ფრაქციის ან დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში; ბ) ხელი შეუწყოს კანონმდებლობის, მათ შორის, რეგლამენტის, მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამრეს ან შესაბამის კომიტეტს; გ) პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობა; დ) პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ან შექმნილი ინფორმაცია; ე) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმებით დადგენილი ქცევის სტანდარტები.

3.უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.

4.უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს უმაღლესი საბჭოს წევრი მისი მოთხოვნით.

5.უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, ითვლება უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის რეგლამენტი №09 - ვებგვერდი, 18.06.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 20 იანვრის რეგლამენტი N02 - ვებგვერდი, 21.01.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 11 მარტის რეგლამენტი N07-ს - ვებგვერდი, 11.03.2022 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) კონტროლის განხორციელებისას: ბ.ა) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; ბ.ბ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; ბ.გ)  რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობისას უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს დახურულ პლენარულ სხდომებში, აგრეთვე პრეზიდიუმის, კომიტეტისა და დროებითი კომისიის დახურულ სხდომებში მონაწილეობა დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; გ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 2. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) დაესწროს უმაღლესი საბჭოს პლენარულ, პრეზიდიუმის, კომიტეტის, ფრაქციის ან დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში; ბ) ხელი შეუწყოს კანონმდებლობის, მათ შორის, რეგლამენტის, მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამრეს ან შესაბამის კომიტეტს; გ) პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობა; დ) პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ან შექმნილი ინფორმაცია; ე) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმებით დადგენილი ქცევის სტანდარტები. 3.  უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. 4. უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს უმაღლესი საბჭოს წევრი მისი მოთხოვნით. 5. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, ითვლება უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07  - ვებგვერდი, 06.05.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის რეგლამენტი №09  - ვებგვერდი, 18.06.2020 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 6 ოქტომბრის რეგლამენტი N18 - ვებგვერდი, 07.10.2021 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022  წლის 20  იანვრის  რეგლამენტი N02  - ვებგვერდი, 21.01.2022 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2022  წლის 11 მარტის  რეგლამენტი N07-ს  - ვებგვერდი, 11.03.2022 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 11 მარ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 11 მარ. 2022
  2. 21 იან. 2022
  3. 7 ოქტ. 2021
  4. 18 ივნ. 2020
  5. 6 მაი. 2020
  6. 16 აპრ. 2013

    მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს, შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებას, დაემატა გამონაკლისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობისათვის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 სექ. 2026 · №39

  • 6 ცვლილება · ბოლო 11 მარ. 2022
  • 9 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 62

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 5უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი
  • 13უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
  • 107უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 9უმაღლესი საბჭოს წევრის ზოგადი უფლება-მოვალეობები
  • 8უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება
  • 19უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 11 (დანართი 1)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი
  • 15 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა და ინტერპელაცია
  • 12 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა და ინტერპელაცია
  • 3უმაღლესი საბჭოს სტატუსი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 11პარლამენტის წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11 (დ…15 (დ…12 (დ…62513107981973118
მითითებამნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 სექ. 2026 · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026