1.მესამე ზონის გარე საზღვრები დამოკიდებულია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ფორმირების გარე საზღვრებზე.
2.სანიტარიული ზონის გარე საზღვრები ემთხვევა მესამე ზონის გარე საზღვრებს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – პირველი და/ან მეორე ზონების საზღვრებს.
3.კურორტისათვის, სადაც:
ა) წიაღისეული ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის სამი ზონა (პირველი, მეორე და მესამე);
ბ) კლიმატი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ორი ზონა (მეორე და მესამ
ე).
4.საკურორტო ადგილისათვის, სადაც:
ა) წიაღისეული ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ორი ზონა (პირველი და მეორე);
ბ) კლიმატი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ერთი ზონა (მეორე).
5.ადგილზე სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრებს აფიქსირებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არაუგვიანეს 6 თვისა მისი დამტკიცებიდან.
6.საზღვრების დაფიქსირებისა და ცალკეულ ზონებში მისი მოქმედების რეჟიმის შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის შეტყობინება წარმოებს დადგენილი წესით.
7.კურორტებზე, სადაც არ არის ჩატარებული საძიებო სამუშაოები სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტებისათვის, კურორტების მართვის ორგანო შეიმუშავებს სანიტარიული დაცვის ზონის დროებით საზღვარს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ სანიტარიული დაცვის ზონის დაპროექტება და დამტკიცება განხორციელდება დადგენილი წესით, კურორტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 წლისა.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6987 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი IV. კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის უზრუნველყოფა
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მესამე ზონის გარე საზღვრები დამოკიდებულია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების ფორმირების გარე საზღვრებზე.2. სანიტარიული ზონის გარე საზღვრები ემთხვევა მესამე ზონის გარე საზღვრებს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – პირველი და/ან მეორე ზონების საზღვრებს.3. კურორტისათვის, სადაც:ა) წიაღისეული ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის სამი ზონა (პირველი, მეორე და მესამე);ბ) კლიმატი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ორი ზონა (მეორე და მესამე).4. საკურორტო ადგილისათვის, სადაც:ა) წიაღისეული ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ორი ზონა (პირველი და მეორე);ბ) კლიმატი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია, დგინდება სანიტარიული დაცვის ერთი ზონა (მეორე).5. ადგილზე სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრებს აფიქსირებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არაუგვიანეს 6 თვისა მისი დამტკიცებიდან.6. საზღვრების დაფიქსირებისა და ცალკეულ ზონებში მისი მოქმედების რეჟიმის შესახებ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის შეტყობინება წარმოებს დადგენილი წესით.7. კურორტებზე, სადაც არ არის ჩატარებული საძიებო სამუშაოები სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტებისათვის, კურორტების მართვის ორგანო შეიმუშავებს სანიტარიული დაცვის ზონის დროებით საზღვარს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ სანიტარიული დაცვის ზონის დაპროექტება და დამტკიცება განხორციელდება დადგენილი წესით, კურორტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 წლისა.საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6987 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.თავი IV. კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის უზრუნველყოფა
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №13 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 9 დეკ. 1999ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მნიშვნელობით ახლოსკურორტებისა და საკურორ…ბორჯომ-ხარაგაულის დაცუ…საქართველოს სახელმწიფო…დაცული ტერიტორიების სტ…კანონი საქართველოს საბ…საქართველოს ზღვის, წყა…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა