კურორტების მიწებს მიეკუთვნება სამკურნალო მნიშვნელობის და გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა ორგანიზაციისათვის ხელსაყრელი პირობების მქონე მიწის ნაკვეთები, რომლებიც დადგენილი წესით სარგებლობისათვის გადაეცა სამკურნალო-საკურორტო დაწესებულებებს. კურორტების მიწები საგანგებოდ უნდა იქნეს დაცული. მოსახლეობის მკურნალობისა და დასვენებისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად და აგრეთვე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების დაცვის მიზნით, ყველა კურორტზე ეწყობა სანიტარული დაცვის ზონები. კურორტის სანიტარული დაცვის ზონების ფარგლებში მიწის ნაკვეთი მიწათმოსარგებლეებს არ ჩამოერთმევა. ამ ნაკვეთებით სარგებლობა ხორციელდება ოლქისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვით. ამ ზონის ფარგლებში აკრძალულია სარგებლობაში მიწის ნაკვეთის მიცემა იმ საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციებისათვის, რომელთა საქმიანობა შეუთავსებელია ბუნებრივი სამკურნალო თვისებების და მოსახლეობის დასვენების ხელსაყრელი პირობების დაცვასთან. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 116. კურორტების მიწები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

