კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ

მუხლი 5¹. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტატიული დაცვის სფეროში

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონით მუნიციპალიტეტებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის სფეროში დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები: ა) მეორე ზონის საზღვრების დადგენა ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან; ბ) სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების ადგილზე  დაფიქსირება; გ) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემისა და გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის საკითხებში; დ) სანიტარიული დაცვის ზონის დროებითი საზღვრის შეთანხმება ამ კანონით დადგენილი წესით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება.

3.მუნიციპალიტეტისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6987 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი II. სანიტარიული დაცვის ზონები და მათი რეჟიმი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 28 დეკ. 2023-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 დეკ. 1999 – 28 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 9 დეკ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7¹361331242161¹163¹5626 (დ…1165¹
მნიშვნელობით ახლოსკურორტებისა და საკურორ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…დედაქალაქის მიწათსარგე…ადგილობრივი თვითმმართვ…კანონი საქართველოს საბ…სოციალური მუშაობის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა