საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

მუხლი 33. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტისას

რედაქცია №20კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2014

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები: ა) უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე; ბ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე; გ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე; დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე; ე) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, გარდა უარყოფითი გადაწყვეტილებისა, საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1020 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №10I2006-10-0614
    კერძო საჩივარი (T4)

    საექსტრადიციო პატიმრობის ვადის გაგრძელების გასაჩივრება

    უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საექსტრადიციო პატიმრობის ხუთიდან შვიდ თვემდე გაგრძელების ბრძანება გასაჩივრებადია, მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კანონმდებლობა ამ უფლებას პირდაპირ არ ითვალისწინებდა. ასეთი საჩივრის განხილვა უზენაეს სასამართლოს ეკუთვნის და მასზე პატიმრობის გაგრძელების ბრძანების გასაჩივრების ზოგადი საპროცესო წესი ვრცელდება. პალატამ დამცველის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პატიმრობის ვადა 2006 წლის 9 დეკემბრამდე უცვლელად დატოვა.

  • №10I2006-10-0614
    კერძო საჩივარი (T4)

    საექსტრადიციო პატიმრობის ვადის გაგრძელება

    პალატამ განიხილა, შეიძლება თუ არა საექსტრადიციო პატიმრობის ხუთიდან შვიდ თვემდე გაგრძელების შესახებ ბრძანების გასაჩივრება, როდესაც საპროცესო კანონი ამას პირდაპირ არ ითვალისწინებს. მან დაადგინა, რომ საჩივრის განხილვა უზენაეს სასამართლოს ეკუთვნის და გამოიყენება პატიმრობის ვადის გაგრძელების გასაჩივრების ზოგადი წესი. დამცველის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პატიმრობის გაგრძელება 2006 წლის 9 დეკემბრამდე ძალაში დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 23 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივნ. 2004

    33-ე მუხლს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ჩამონათვალში შევიდა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მოქალაქეობის მინიჭება კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7²9173252335272325152033
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს კონსტიტუცი…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს მთავრობის …უცხოელთა და მოქალაქეობ…