საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

მუხლი 5. საქართველოს მოქალაქის პასპორტი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

მორის გიგაურიმია ზოიძეხათუნა მაღლაკელიძე

1.საქართველოს მოქალაქე საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა და პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით.

2.(ამოღებულია).

3.პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა.

4.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად შეიძლება გაიცეს პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი.

5.საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე იმ პირთა საქართველოში დაბრუნების მიზნით, რომელთა მიღების ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

6.საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაფორმებისა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №699აპ-172018-05-179
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა

    საკასაციო პალატამ განიხილა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მტკიცებულებათა საკმარისობა და უცხო სახელმწიფოში იმავე ქმედებისთვის შესაძლო მსჯავრდების მნიშვნელობა. მან ბრალდებულის ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნია და განმარტა, რომ კონვენციის შესაბამისი გარანტია სხვადასხვა სახელმწიფოს სასამართლოების მიერ განმეორებით მსჯავრდებას არ მოიცავს. პალატამ გააუქმა სააპელაციო გამამართლებელი განაჩენი, პირი დამნაშავედ ცნო და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ შეუფარდა 2000 ლარის ჯარიმა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მოქალაქე საქართველოდან დროებით გადის და საქართველოში შემოდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობითა და პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტებით. 2. (ამოღებულია). 3. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა. 4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად შეიძლება გაიცეს პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი. 5. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე იმ პირთა საქართველოში დაბრუნების მიზნით, რომელთა მიღების ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. 6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაფორმებისა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №922-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.12 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №190-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.87 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2630-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.24 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5975-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.62 საქართველოს 2013 წლის  20 სექტემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 ოქტ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 ნოე. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-5 პუნქტში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის წესის დამდგენი ორგანო პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობაა, ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მითითება სხვა გრამატიკული ფორმით არის ჩამოყალიბებული.

  2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულია: პასპორტის ერთიანი ნიმუშისა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გასვლა-შემოსვლისათვის მისი ძალის დებულება აღარ არსებობს.

  3. · გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    მე-5 მუხლში გასვლისა და შემოსვლის დოკუმენტებად პასპორტთან ერთად დასაბრუნებელი მოწმობა და სხვა სამგზავრო დოკუმენტები დასახელდა; მე-4 პუნქტი შეთანხმებებსაც მოიცავს, ახალი მე-5 პუნქტი კი დასაბრუნებელი მოწმობის გაცემას აწესრიგებს.

  4. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2004

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში პასპორტის გამცემ ორგანოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების ნაცვლად განისაზღვრა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო.

  5. მე-5 მუხლი დაიყო ხუთ პუნქტად და ყველგან „საქართველოს რესპუბლიკა“ „საქართველოთი“ შეიცვალა; პასპორტის გაფორმებისა და გაცემის წესი ახლა კანონმდებლობით განისაზღვრება, მინისტრთა კაბინეტის ნაცვლად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ხათუნა მაღლაკელიძე

ხათუნა მაღლაკელიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
93220¹20⁶20²19915424643205
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მოქალაქეობ…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა