„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მუხლი 28. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირის მიღება საქართველოს მოქალაქედ
პირი, რომელიც დაქორწინებულია საქართველოს მოქალაქეზე და მასთან ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ ამ კანონის 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 26 1 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802- სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247
