„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
მუხლი 26. საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები
საქართველოს მოქალაქედ ამ კანონის შესაბამისად მიიღება სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247
