Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 31⁴

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 31⁴. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მართვა და სტრუქტურა

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა, ამ თავით განსაზღვრული შეზღუდვებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლებელია მართოს საერთაშორისო სკოლის მმართველმა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველმა საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2.საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი: ა) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს; ბ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებასა და სტრუქტურას; დ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას; ე) ნიშნავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; თ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე  საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; კ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში; ლ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის აკადემიური პერსონალის, დამხმარე პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სხვა პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობებსა და პირობებს; მ) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას; ნ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ო) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს; პ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას; ჟ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს; რ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოთა დებულებებსა და სტრუქტურებს.

3.საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო  სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების რაოდენობა განისაზღვრება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით.

4.აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება.

5.წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება და მათი არჩევის წესი დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა, ამ თავით განსაზღვრული შეზღუდვებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლებელია მართოს საერთაშორისო სკოლის მმართველმა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველმა საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი: ა) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს; ბ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებასა და სტრუქტურას; დ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას; ე) ნიშნავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; თ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე  საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; კ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში; ლ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის აკადემიური პერსონალის, დამხმარე პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სხვა პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობებსა და პირობებს; მ) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას; ნ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ო) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს; პ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას; ჟ) განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ან/და დამატებითი საფასურის ოდენობას, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან/და სხვა სახელმწიფო გრანტის ოდენობას, და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს;საფასურის ან/და დამატებითი საფასურის ოდენობას; რ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოთა დებულებებსა და სტრუქტურებს. 3. საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო  სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების რაოდენობა განისაზღვრება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით. 4. აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება. 5. წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება და მათი არჩევის წესი დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 16 დეკ. 2025
წინა მუხლი 31³შემდეგი მუხლი 31⁵

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №127

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-16
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 26¹საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტი
  • 31³საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა
  • 31⁵საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ზოგადი განათლების შესახებ

  • 43დირექტორის ფუნქციები
  • 35პასუხისმგებლობა და სტრუქტურა
  • 28³განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

  • 8საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო
  • 7აღმასრულებელი დირექტორი
  • 10უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი

განათლების შესახებ

  • 23საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 66⁷სკოლის დირექტორის უფლებამოსილებები

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

  • 8მენეჯერული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
433528³2326¹31³31⁵66⁷8871031⁴
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…ზოგადი განათლების შესა…საჯარო სამართლის იურიდ…განათლების შესახებსაერთო სასამართლოების …სახელმწიფო შიდა ფინანს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026