Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროფესიული განათლების შესახებმუხლი 25

პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 25. კოლეჯის მართვის პრინციპები და კოლეჯის ვალდებულებები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴233¹3²3³4

1.კოლეჯის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების საფუძველზე.

1¹.სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კოლეჯს (გარდა კერძო სექტორთან  სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა), სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებულ კოლეჯს, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებულ კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით. პირი ერთი და იმავე კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

1².ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე  თავისუფლდება, თუ: ა) ის გადადგა თანამდებობიდან; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) ის სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) ის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ე) ის ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ვ) ის ვერ აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს; ზ) ის გარდაიცვალა.

1³.ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება უფლებამოსილი პირის დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

1⁴.ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული კოლეჯის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები). კოლეჯის დირექტორის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება კოლეჯის საშტატო ნუსხით. კოლეჯის დირექტორი ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს) და განსაზღვრავს მის (მათ) ფუნქციებს.

2.კოლეჯი ვალდებულია: ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს დამსაქმებლებთან ან/და დამსაქმებელთა გაერთიანებებთან; ბ) უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა, პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სოციალური პარტნიორების მონაწილეობა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობა; დ) უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა მიერ საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით თანასწორად სარგებლობა; ე) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში წერილობით შეატყობინოს ეს პროფესიულ სტუდენტს და განუმარტოს მას ამ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სასწავლო დროს კოლეჯის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; ზ) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა; თ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას და განხორციელებისას გაითვალისწინოს მოზარდთა და ზრდასრულთა საგანმანათლებლო საჭიროებები; ი) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; კ) შექმნას ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების პირობები; საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისა და მსმენელისათვის შეიმუშაოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება პროფესიული სტუდენტისა და მსმენელის სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია; ლ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კოლეჯის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება.

3.კოლეჯის მართვის ორგანოები (გარდა სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა, სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა და ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა), მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით (დებულებით).

3¹.კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის მართვის ორგანოები, მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით (დებულებით).

3².ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დამფუძნებელი.

3³.ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დამფუძნებელი უფლებამოსილია დაადგინოს შესაბამისი კოლეჯის დირექტორის სტანდარტი, კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი, აგრეთვე კოლეჯის  დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.

4.კოლეჯი უფლებამოსილია უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან დადოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მომსახურების ხელშეკრულება. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3662 - ვებგვერდი, 05.12.2023წ. თავი VI. ავტორიზაცია და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება

რედაქციების შედარება

1. კოლეჯის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების საფუძველზე. 1 1 . სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კოლეჯს (გარდა კერძო სექტორთან  სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა), სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებულ კოლეჯს, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებულ კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით. პირი ერთი და იმავე კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე  თავისუფლდება, თუ: ა) ის გადადგა თანამდებობიდან; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) ის სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) ის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ე) ის ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ვ) ის ვერ აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს; ზ) ის გარდაიცვალა. 1 3 . ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯის დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება უფლებამოსილი პირის დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. 1 4 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული კოლეჯის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები). კოლეჯის დირექტორის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება კოლეჯის საშტატო ნუსხით. კოლეჯის დირექტორი ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს) და განსაზღვრავს მის (მათ) ფუნქციებს. 2. კოლეჯი ვალდებულია: ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს დამსაქმებლებთან ან/და დამსაქმებელთა გაერთიანებებთან; ბ) უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა, პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სოციალური პარტნიორების მონაწილეობა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობა; დ) უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა მიერ საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით თანასწორად სარგებლობა; ე) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში წერილობით შეატყობინოს ეს პროფესიულ სტუდენტს და განუმარტოს მას ამ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს სასწავლო დროს კოლეჯის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; ზ) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა; თ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას და განხორციელებისას გაითვალისწინოს მოზარდთა და ზრდასრულთა საგანმანათლებლო საჭიროებები; ი) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; კ) შექმნას ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების პირობები; საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისა და მსმენელისათვის შეიმუშაოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება პროფესიული სტუდენტისა და მსმენელის სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია; ლ) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ კოლეჯის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება. 3. კოლეჯის მართვის ორგანოები (გარდა სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა, სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა და ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დირექტორისა), მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით (დებულებით). 3 1 . კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯის მართვის ორგანოები, მათი არჩევის/დანიშვნის წესი, მათთვის წასაყენებელი მოთხოვნები, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით (დებულებით). 3 2 . ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დამფუძნებელი. 3 3 . ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-3 პუნქტების საფუძველზე დაფუძნებული კოლეჯის დამფუძნებელი უფლებამოსილია დაადგინოს შესაბამისი კოლეჯის დირექტორის სტანდარტი, კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი, აგრეთვე კოლეჯის  დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.წესდებით. 4. კოლეჯი უფლებამოსილია უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან დადოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მომსახურების ხელშეკრულება. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3662 - ვებგვერდი, 05.12.2023წ. თავი VI. ავტორიზაცია და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 5 დეკ. 2023
წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №13

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-12-05
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 23მუხლი 29

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროფესიული განათლების შესახებ

  • 33კოლეჯის სახელმწიფო კონტროლი
  • 23კოლეჯის დაფუძნება, მის მიერ სტატუსის მოპოვება და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
  • 34კოლეჯის ქონება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 41დირექცია

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 66⁶სკოლის დირექცია

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 23ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
  • 87უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10³დაწესებულების დირექტორი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

  • 5აკადემიის მართვის პრინციპები და აკადემიის მართვის ორგანოები

განათლების შესახებ

  • 23საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 4ცენტრის სამართლებრივი სტატუსი

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 13დირექტორი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51310³4123238766⁶42329333425
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროფესიული განათლების …ზოგადი განათლების შესა…საერთო სასამართლოების …უმაღლესი განათლების შე…მეცნიერების, ტექნოლოგი…საქართველოს მეცნიერება…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026