საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

მუხლი 8. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, 5 წლის ვადით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.

2.საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო არის უნივერსიტეტის სწავლებისა და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც: ა) აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირებისა და კოლეგიური ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას; ბ) ითანხმებს უნივერსიტეტის წესდებას; გ) ახორციელებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობების პერიოდულ მონიტორინგს და მის შედეგებს კონფერენციებზე განიხილავს.

3.საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.

4.საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5274 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 4 ნოე. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 4 ნოე. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10²2129²2066³66²⁴66³³156799178
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…შრომის ინსპექციის შესა…საერთო სასამართლოების …მეცნიერების, ტექნოლოგი…უმაღლესი განათლების შე…ოფიციალური სტატისტიკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა